x
მეტი
  • 08.05.2024
  • სტატია:134669
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508864
გრძელფეხება ლამაზმანი სახეზე ხალით - სინდი კროუფორდის 13 თამამი ფოტო

image


მის გარეგნობაში ნაკლს ვერ იპოვით: მოხდენილი ფიგურა, გრძელი ფეხები, კეკლუცი ხალი... 90-იანი წლების პოდიუმების ცნობილი დედოფალი სინდი კროუფორდი უჩვეულო სილამაზითა და თავშეკავებული სექსუალურობით ყველას აჯადოებს. მოდით, გავარკვიოთ ვინ არის მისი მეუღლე, რატომ არ გახდა ქიმიკოსი და როგორ უყვარს ლეგენდარულ სუპერმოდელს თავისუფალი დროის გატარება?




გზა დამოუკიდებლობისკენ


image


სანამ სამოდელო ბიზნესში ვარსკვლავი გახდებოდა, სინტია ანა კროუფორდმა რთული ცხოვრების გზა გაიარა ისეთი თვისებების საკუთარ თავში გამომუშავებით, როგორიცაა გამძლეობა და მიზანდასახულობა. 10 წლის ასაკში მან უმცროსი ძმის სიკვდილი გადაიტანა, რასაც მალევე მშობლების დაშორებაც მოჰყვა. ფინანსური სიძნელეების გამო, როცა მომავალ ვარსკვლავს ფული საკვებისთვისაც კი არ ჰყოფნიდა, სინდიმ საკუთარ თავს უთხრა, რომ ყველაფერს გააკეთებდა იმისთვის, რომ საკუთარი თავი უზრუნველყო და არასდროს ყოფილიყო მამაკაცზე დამოკიდებული, ისე როგორც ერთ დროს დედამისი იყო. ბუნებრივი ინტელექტითა და განსაცვიფრებელი გარეგნობით "შეიარაღებულმა" მან სამოდელო ბიზნესში დიდ სიმაღლეებს მიაღწია.


image


სინდი პირველი სუპერმოდელია, რომელიც ჟურნალ "Playboy"-სთვის შიშველი პოზირებაზე დათანხმდა. მოდის სამყაროში მის გამოჩენასთან ერთად, იმდროინდელი სილამაზის სტანდარტებიც შეიცვალა. პოპულარობის პიკზე მისი პარამეტრები 177 სმ-ის კვალობაზე 86X66X89 იყო. კროუფორდის ფიგურა ქალურობის ეტალონი და ბევრი ქლისთვის მისაბაძი მაგალითი გახდა. მსოფლიოს საუკეთესო დიზაინერები მისი განსაკუთრებული მონაცემებით აღფრთოვანებული იყვნენ: "ის აერთიანებს კლასიკურ სილამაზეს და ყველა ამერიკელი მამაკაცის ოცნებას" - განაცხადა ერთ - ერთ ინტერვიუში კარლ ლაგერფელდმა.


image




ნიჭიერი სტუდენტი


image


თუმცა, დავუბრუნდეთ ცნობილ მოდელად ჩამოყალიბების პერიოდს რათა გავიგოთ რატომ მიატოვა მან სწავლა. ის კლასში საუკეთესო მოსწავლედ ითვლებოდა, მაღალმა ქულებმა გოგონას უნივერსიტეტში ჩაბარების გარდა, გაზრდილი სტიპენდიის მიღების შესაძლებლობაც მისცა. ახალგაზრდა სტუდენტის არჩევანი ქიმიური ტექნოლოგიების განყოფილებაზე შეჩერდა. პარალელურად, სინდი კატალოგების მოდელადაც მუშაობდა. გოგონას შეეძლო ყველაზე ლამაზ ქიმიურ ინჟინრად გახდომა, თუმცა მსოფლიო პოდიუმების მომავალი ვარსკვლავი ხვდებოდა, რომ მას არ შეეძლო სრულფასოვნად სწავლა და ამავე დროს მოდელად მუშაობაც.

image


დეტალებში ჩაძირულს თავისი საქმის 100%-ით გაკეთება სურდა. ლამაზმანი მათემატიკური ანალიზის მოსაწყენი ფორმულებიდან მოდისა და სილამაზის ავანტიურულმა სამყარომ გაიტაცა. ამასთან დედასთან კონსულტაციის შემდეგ გოგონა მიხვდა, რომ ყოველთვის შეძლებდა ყველაფრის თავიდან დაწყებას. მოდელის ასაკი როგორც თავადაც მოგეხსენებათ ხანმოკლეა, 25 წლის შემდეგ მათზე მოთხოვნა მკვეთრად მცირდება, მაგრამ არა სინდი კროუფორდის შემთვევაში!



ლამაზად დაბადება საკმარისი არ არის


image


ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ სინდი ჭარბი წონისკენაა მიდრეკილი, ამიტომ ის ყოველთვის მკაცრად ეპყრობა საკუთარ თავს და ცდილობს საკუთარ თავზე მუშაობით აჩვენოს ქალებს როგორ შეინარჩუნონ ფორმა. სწორედ მისი მკაცრი ხელმძღვანელობით შეიქმნა ვიდეო პროექტი სახელწოდებით - "სრულყოფილი ფიგურის საიდუმლო". მძიმე ვარჯიშების წყალობით სუპერმოდელის სხეულმა სრულყოფილი ფორმები შეიძინა.

imageimageimageimageimage
თუმცა იდეალური რელიეფის საიდუმლო მაინც სწორ კვებაშია. ლამაზმანი ყოველდღე სვამს მწვანე ბოსტნეულის ჯანსაღ კოქტეილს, არც ხიზილალაზე ამბობს უარს და დესერტად ფუნთუშების ნაცვლად ყოველთვის შოკოლადს ამჯობინებს.



image


ის ასევე თავისი ახლობლებისა და მეგობრების გარეგნობაზეც ზრუნავს, რომლებსაც ყველაზე ხშირად გრილზე შემწვარი ორაგულით, გამომცხვარი კარტოფილითა და სალათით უმასპინძლდება.




რაც შეეხება მოდელის პირადს?


image


90-იანი წლების ლეგენდარული სუპერმოდელი 25 წელზე მეტია რესტორნების ქსელის მფლობელ რენდი გერბერთან თავს ბედნიერად გრძნობს, წყვილს ორი შვილი - კაია გერბერი და პრესლი უოკერ გერბერი ჰყავს. რენდი და სინდი ერთმანეთისთვის კვლავ საინტერესონი არიან, მათი ძლიერი სიყვარულის საფუძველი კი მეგობრობაა, რომლის წყალობითაც ურთიერთობას გარკვეულ დონეზე ინარჩუნებენ.




დამსახურებული დასვენება


image


57 წლის ასაკში კროუფორდი წარმატებით აგრძელებს მოდის ინდუსტრიაში მოღვაწეობას, ის კვლავ პოზირებს ცნობილი ჟურნალების გარეკანისთვის, აქტიურად იღებს მონაწილეობას სარეკლამო რგოლებში და პარალელურად თავის ულამაზესს ქალიშვილს, კაია გერბერსაც ეხმარება საუკეთესო მოდელად ჩამოყალიბებაში. სუპერმოდელი ჩართულია საქველმოქმედო საქმიანობაშიც, რომელიც საკუთარი ფონდის "Little Star Foundation"-ის მეშვეობით ბავშვებსა და გაჭირვებულებს ეხმარება. დატვირთულ გრაფიკის მიუხედავად ის საკუთარი თავისთვისაც პოულობს დროს. მისი საყვარელი ქვეყანა მაროკოა, ხოლო საუკეთესო აქტიური დასვენება - საფარი, თუ ზემოაღნიშნული ფოტოთი ვიმსჯელებთ სინდის მდინარის ნაპირზე საკმაოდ მოკრძალებული დასვენებაც არანაკლებ სიამოვნებას ანიჭებს.










0
301
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
301