• საქართველო

    რუათავის გზატკეცილი

  • levan.m@ices.ge

    მოგვწერეთ

დაგვირეკეთ

+995 577 525 401

ICES Image

სტელაჟები - სახელმძღვანელო, თუ როგორ უნდა გააკეთოთ საყოფაცხოვრებო სტელაჟები. რჩევები და ძირითადი რეკომენდაციები

სახლში ობიექტების კომპეტენტური და მოსახერხებელი განთავსება ხშირად საკმაოდ რთული საქმეა. ჩვეულებრივ, ეს ხდება იმის გამო, რომ სათავოსებისათვის ძალიან ცოტა სივრცეა, განსაკუთრებით ბინების შემთხვევაში.

ICES Image

რა უნდა გავაკეთოთ ამ სიტუაციაში? პასუხი ძალიან მარტივია - სახლში უფრო ოპტიმალურად უნდა გამოიყენოთ სივრცე. ამისათვის დაგჭირდებათ თაროების ისე განთავსება, რომ გამოიყენოთ არა მხოლოდ ბინის ფართობი, არამედ მისი სიმაღლეც.

ICES Image

თაროს შეძენა უპრობლემოდ შეგიძლიათ მაღაზიაში, მაგრამ ამ შემთხვევაში თქვენ უნდა აირჩიოთ ვარიანტი, რომელიც მეტად მოუხდება თქვენი სახლის დიზაინს. მეორეს მხრივ, შეგიძლიათ გააკეთოთ თაროს საკუთარი ხელით.

ICES Image

ჩვენს სტატიაში ვისაუბრებთ იმაზე, თუ რა დაგვჭირდება ამისთვის, სტელაჟების აგების თავისებურებებზე და პრინციპებზე.

ICES Image

  • თაროების მრავალფეროვნება

დასაწყისისთვის, უნდა გესმოდეთ, თუ რა სახის თაროები არსებობს. თაროებს შორის ძირითადი განსხვავებებია მათი ზომა, ფორმია და დიზაინით.

ICES Image

ზომის მიხედვით, ისინი იყოფა დიდებად - ისინი აღწევს ჭერამდე, და ჩვეულებრივი, რომელთა სიმაღლეც შეიძლება იყოს მეტრზე ნაკლები. ფორმა დამოკიდებულია იმ ადგილზე, სადაც თაროს დადგება - კედლის მახლობლად ან კუთხეში.

ყველაზე საინტერესო ის არის, რა დიზაინის თაროებს აირჩევთ, რადგან მუშაობის დაწყება სწორედ ამით უნდა დაიწყოთ. საუკეთესო ვარიანტია თვითნაკეთი თაროების ფოტოების შესწავლა. რეალური მაგალითებით, თქვენ შეგიძლიათ ნახოთ სხვადასხვა ტექნიკური გადაწყვეტილებები და რაც მთავარია, ნახავთ სხვა და სხვა თაროები როგორ გამოიყირება სხვა და სხვა ინტერიერუს გარემოში.

ICES Image

ICES Image

ასეთი კონსტრუქციის ტაროების გაკეთება მარტივად შეგიძლიათ სათავსოსთვის - კონსერვების დასალაგებლად, ან ავტო ფარეხისთვის - მანქანის ნაწილების და ინსტრუმენტების განთავსებისთვის.

ICES Image

  • მასალის შერჩევა

ყველაზე რთული მაინც დიზაინის არჩევანია, რადგან ყველას სურვილები შეიძლება ძალიან განსხვავებული იყოს და უამრავი ვარიანტია.

ICES Image

მასალის არჩევა ბევრად მარტივია, რადგან ძირითადად მხოლოდ ორი ტიპის მასალა არსებობს თაროებისთვის. თითქმის ყველა თაროები დამზადებულია ორი ტიპის მასალისაგან - ხის და ლითონისგან. პირველ კატეგორიაში შედის არა მხოლოდ ტრადიციული ხის, არამედ ბოჭკოვანი დაფა, დამუშავებული დაფა და ხის სხვა ნაირსახეობები.

ICES Image

მხოლოდ თქვენ წყვეტთ, თუ როგორ უნდა გააკეთოთ თარო საკუთარი ხელით, მაგრამ მასალა უნდა შეირჩეს გონივრულად, და ამიტომ ჩვენ გავაანალიზებთ თითოეულ მათგანს.

ICES Image

დავიწყოთ ლითონით. ლითონი არის გამძლე მასალა, რომელიც არ იწვის, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ავტოფარეხში.

ICES Image

მეორეს მხრივ, ყველას არ შეუძლია ლითონთან მუშაობა, მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუ ვსაუბრობთ სტანდარტულ მიდგომაზე.

ახლა ყველაზე მარტივი თაროები ხშირად იწყობა პროფილებიდან, სამშენებლო კუთხეებისგან და მსგავსი მასალებისგან. ასეთი დიზაინები ძალიან პრაქტიკული, მსუბუქი, მაგრამ არც თუ ისე ლამაზია დიზაინის თვალსაზრისით.

ICES Image

ავტოფარეხისთვის, ასეთი თაროს იდეალურია, მაგრამ არსებობს ერთი პირობა - უნდა ვაკონტროლოთ ყველაფრის წონა, რასაც დავალაგებთ ამ თაროებზე.

ICES Image

სამშენებლო პროფილები გამოიყენება ცრუ კედლებისთვის, სხვადასხვა დიზაინის შესაქმნელად ჭერზე და კედლებზე. მათზე დატვირთვა არ არის ძალიან დიდი და ეს უნდა იქნას გათვალისწინებული.

ICES Image

ავტოფარეხში ასეთი სტელაჟების დადგმის შემთხვევაში, თქვენ მზად უნდა იყვეთ იმისთვის, რომ მასზე სეზონული საბურავების კომპლექტს ვერ დაალაგებთ. ასევე ვერ დაალაგებთ სხვა მძიმე ნივთებს.

ICES Image

წარმოიდგინეთ სიტუაცია, როდესაც დილით შედიხარ ავტო ფარეხში, უნდა წახვიდეთ სამსახურში - იქ კი გხვდებათ გატეხილი თარო და თაროს მთელი შემადგენლობა თქვენს ავტომობილზეა დაყრილი. დამეთანხმეთ - სასიამოვნო ამაში ძალიან ცოტა იქნება.

ICES Image

ICES Image

ხე თითქმის ყველა გაგებით უფრო საინტერესოდ გამოიყურება, ვიდრე ლითონი, თუ ვსაუბრობთ თვითშემოქმედებაზე. დავუშვათ იმ შემთხვევაში თუ თქვენ მისდევთ მებაღეობას, თქვენ ფიქრობთ იმაზე, თუ როგორ უნდა გააკეთოთ თარო ჩითილებისთვის.

ICES Image

ამ შემთხვევაში, დაგჭირდებათ ხის ფიცარი ჩარჩოსთვის და უბრალო დაფები თაროებისთვის.

ICES Image

ხის თაროების უმარტივესი დიზაინი ასე გამოიყურება. ამ შემთხვევაში, ხელსაწყოებიდან დაგჭირდებათ "ნაჟოვკა", რულეტკა, ჩაქუჩი და ლურსმები. ბოლო საგნების შეცვლა შესაძლებელია ელექტრო სახრახნისით და ხრახნებით, თუ ისინი გაგაჩნიათ.

ამ ტიპის სტელაჟის დადგმა შეგიძლიათ ისეთ ადგილებში როგორიცაა: სარდაფი (ზამთრის სანოვაგის შესანახად), ლოჯაში სხვა და სხვა ნივთების შესანახად.

ICES Image

გარდა ამისა, ხე მშვენივრად ჯდება თითქმის ნებისმიერ გარემოში, ხოლო თუ გექნებათ სურვილი, ფერი შეიძლება შეიცვალოთ ლაქის ან საღებავის მეშვეობით.

ICES Image

  • თაროები ოთახისთვის

საცხოვრებელი ფართის შემთხვევაში, სიტუაცია ოდნავ გართულებულია. თქვენ უკვე იცით, რომ მარტივი საყოფაცხოვრებო სტელაჟები, ტექნიკურ ოთახებში, ჩვეულებრივ, უფრო მარტივია საკუთარი ხელით გააკეთოთ, ვიდრე მზა სახით შეიძინოთ მარკეტში.

სახლის თაროების გაკეთებისას, თქვენ არამხოლოდ მისი პრაქტიკული მხარით უნდა იხელმძღვანელოდ, არამედ გაითვალისწინოთ და დიდი ყურადღება მიაქციოთ მის ოთახის დიზაინთან შეხამების საკითხს.

ICES Image

ICES Image

აქედან გამომდინარე, ავეჯის უმეტესობა დამზადებულია ხისგან და MDF- დან, რადგან ეს მასალა დამუშავების შემდეგ გამოიყურება საკმაოდ კარგად.

ICES Image

უმარტივესი თაროს კეთდება ისე, როგორც ზემოთ არის აღწერილი. განსხვავება იქნება იმ გარეგნობაში, რაც მისი დიზაინთან შერწყმის კუთხით იქნება საჭირო და თვალსაჩინო სამონტაჟო ელემენტების დამალვაზე მეტი ყუდადღების მიქცევა მოგიწევთ.

მაგალითად, ხრახნების დამალვის მიზნით, შეგიძლიათ გააკეთოთ უფრო ღრმა ხვრელები, სადა დაიმალება ხრახნების თავები. შემდგომში ამ ხვრელის დამალვა სპეციალური სახურავებით შეიძლება. სწორედ ისეთებით, რომლებსაც ავეჯის წარმოებაში გამოიყენებენ.

ICES Image

ICES Image

უფრო ბრუტალური თარო შეიძლება თანამედროვე ინტერიერში საკმაოდ ეფექტურად მოერგოს. ამ მიზნის მისაღწევაბ დიდად არაფრის შეცვლა არ გიწევთ. დაგჭირდებათ მხოლოდ თქვენი ფანტაზიის ამუშავება რათა უკეთესი გადაწყვეტილებები მოიფიქროთ სამაგრების არჩევისას და მათი რეალიზაციის კუთხით.

ICES Image

ICES Image

  • განსაკუთრებული თაროები

ბევრს ვისაუბრეთ ხის თაროზე, მაგრამ არსებობს სიტუაციები, როდესაც ლითონის გამოყენება სასურველია, ხან დის ხან კი აუცილებელიც.

ICES Image

საუბარია ჭერის თაროებზე. მათი არსი ჭერის ქვეშ განთავსებულ სამაგრეებზეა დამოკიდებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი საკმარისად ძლიერი უნდა იყვნენ იმისთვის, რომ გაუძლონ ყველაფერს, რაც მათზე იქნება შენახული.

ICES Image

ხე ამ აღწერილობას დიდად არ შეესაბამება, რაც არ შეგვიძლია ვთქვათ მეტალზე.

ICES Image

  • თვითნაკეთი თაროების ფოტოები

ICES Image

ICES Image

ICES Image

ICES Image

ICES Image

ICES Image

ICES Image

ICES Image

ICES Image

ICES Image

ICES Image

ICES Image

ICES Image

ICES Image

ICES Image

ICES Image

ICES Image

ICES Image

ICES Image

ICES Image

ICES Image

ICES Image

კარგი დიზაინის შემთხვევაში, ფორმების მიუხედავად, ფუნქციონალურობა ყოველთვის უპირველესია, მაგრამ ის არ უნდა თრგინავდეს ემოციებს

Giorgio Saporiti, Creative Mind