Monday, April 13, 2020


             მე-19 საუკუნის, ახალი ქართული  სალიტერატურო ენის ფუძემდებლები
    
     ქართული ენა და მისი განვითრაება მოიცავს უდიდეს და საინტერესო ისტორიას. მუდამ მსჯელობის საგანი იყო ქართული ენის ფენომენი, წარმოშობა და თავისებურებანი. მრვალმა მკვლევარმა იმუშავა ქართული ენის ისტორიის შესწავლაზე, მრავალწლიანი და მრავალმხრივი კვლევის შედეგად ყველა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქართული ენა გახლავთ 14 დამწერლოაში შემავალი ერტერთი უნიკალური ენა. ენა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ვითარდებოდა, იხვეწებოდა და დღემდე დღევანდელი სახით მოვიდა. 
    

   
     ქართული ენის ისტორიიდან ვიცით, რომ პირველი ასოთმთავრული ანბანი შეიქმნა ჩვენი წელთაღრიცხვით მე-3 საუკუნეში ფრანავაზ მეფის მიერ. მე-9 საუკუნეში ასოთმთავრული ჩაანაცვლა ხუცურმა დამწერლობამ, ხოლო მე-10 საუკუნეში დამკვიდრდა უფრო სრულყოფილი, გამარტვებული მხედრული დამწერლობა.
      


  
      ილია ჭავჭავაძეს უთქვამს: ,,ენა ცვალებადია, მაგრამ ენაში ცვლილებების შეტანა ინდივიდის სურვილზე არ არის დამოკიდებული, ეს უფლება ხალხს ეკუთვნის“ - ამ სიტყვების წაკითხვის შემდეგ, არ შეიძლება ყურადღება არ გავამახვილო სულხან საბა ორბელიანის წიგნ  ,,ლექსიკონი ქართული“ -ზე. მე16-მე17 საუკუნეში  ირან-ოსმალეთის  მომძლავრებული შემოტევის გამო, საქართველოს ცალკე სამეფო-სამთავროებად დანაწევრება მოხდა. ამ პერიოდზე სულხან-საბა ამბობს : ,, ჟამთა ვითარებისა უჩინოდ ქმნილ იყო.“ ის აღიარებს, რომ ,,ენა ქართული თვისთა ნებაზედ გაურყვნიათ“-ო. აქედან გამომდინარე  ლექსიკონი შექმნილი იყო, ქართული ენის დასაცავად და წახდენის შესაკავებლად. ისევ გამოვიყენებ ილიას გამონათქვამს: ,, ენა ერის ერთ-ერთი არსებითი ნიშანი, მისი სული და გულია, ამიტომ ენის მტრობა, ქვეყნის მტრობაა.“ 
              


     
      მრვალჯერ მოუგერიებია ქართულ ენას შემოტევა, მრავალს უცდია მისი დაკნინება, გადაშენება, მაგრამ ქართველი ერი და სასიქადულო მამულიშვილები მუდამ მედგრად ხვდებოდნენ ყველა ბოროტ ძალას და ყოველთვის იმარჯვებდნენ.
   
    მინდა ჩემი თემა ძირითადად მივუძღვნა მე-19 საუკუნეში  მოღვაწე ორ უდიდეს პიროვნებას, ქართული ენისქომაგს, დამცველს ილია ჭავჭავაძეს და აკაკი წერეთელს.
         

   
       ილიას და აკაკის შემოქმედებაში ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ბრძოლას ახალი ქართული  სალიტერატურო ენის განვითარებისთვის, ისინი დიდი ნიჭით და ძლიერი მამულიშვილური სულისკვეთებით, ერთგულად ემსახურებოდნენ ქართული კულტურის აღორძინებას, ქართული ენის უფლებების დაცვას და ქარტული მხატვრული სიტყვის შემდგომ განვითარებას. მათ სათავე დაუდეს, თანამედროვე სალიტერატურო ენის განვითარებას და ამის გამოხშირად  მოუწიათ დაპირისპირება ძველ თაობასთან.  ილია და აკაკი ითვლებიან ქართული ენის რეფორმატორებად, მათ გაამარტივეს სალიტერატურო ენა, ნაწარმოებებში გამოყენებული აქვთ ანდაზები, დიალექტებიდან აღებული სიტყვები, სტილისტური ხერხები და ამით ნაწარმოებები მკითხველისათვის უფრო ხელმისაწვდომი გახადეს. ორივე მწერალს გააზრებული ჰქონდათ, რომ : ,, ენა სოცილაური მოვლენაა, იგი ურთიერთბის იარაღიცაა და აზროვნებისაც. ენა მხოლოდ მაშინ იენებს, თუ იგი მთქმელსაც ესმის და გამგონესაც.“
         


       აკაკი შანიძე ილიას და აკაკის ენის კანონმდებლებს უწოდებს.  ამ ჭეშმარიტების აღნიშვნა მართლაც საჭიროა, რადგან ახალი ქართული ენის ჩამოყალიბება-განვითარებისთვის ბრძოლა დაკავშრებულია ამ ორ უნიკალურ ადამიანთან. მათ იცოდნენ, რომ ენის გადარჩენის უმთავრესი საშუალება ენის შენარჩუნება იყო. იცოდნენ, რომ ენა ისტორიაა ერისა.
    
      ერთი რამ მართალია, რომ რასაც ილია და აკაკი აკეთებდნენ, ყველაფერს ერის ბედზე ზრუნვა ედო საფუძვლად და ერის სულიერი გადარჩენის სულისკვეთება ასაზრდოებდა.  და თემა მინდა დავასრულო,  ნაწყვეტით აკაკკი წერეთლის ლექსიდან ,,ღამურა“ :
,,ნურვინ ისხამს სხვის ქურქსა
 და ნუ სცვლის თვისსა ენასა,
 თორემ ბოლო დროს მოიმკის,
 ჩემსავით ცრემლთა დენასა!“ 

    ეს არის ქვეყნისა და მშობლიური ენის მოღალატე ადამიანის სინანულით სავსე სიტყვები.
 
  ბლოგის შექმნისას გამოყენებული ლიტერატურა: ნ.ლემონჯავა ,,მწერლის ენის საკითხები“, ,,მწიგნობრობაი ქართული“, სულხან-საბა ორბელიანი ,,ლექსიკონი ქართული“



No comments:

Post a Comment