Tag Archives: მარიხუანას ჯიშები

ენდემური სახეობები და ჰირიდები

ჰინდუ კუშ

მთელს მსოფლიოში არსებობს ისტორიული დოკუმენტები, რომელთა ასაკიც ზოგჯერ 2900 წელსაც კი აღწევს ჩვენს წელთაღრიცხვამდე, ისინი მოგვითხრობენ იმის შესახებ რომ კანაფი ოდითგანვე მოჰყვებოდა ცივილიზაციას განვითარების გზაზე. მას ზრდიდნენ რელიგიური და სამედიცინო მიზნებისათვის. ბევრ მკვლევარს სჯერა, რომ მისი პირველი ჯიშები გაჩნდა ჰინდუ კუშის კალთებზე ავღანეთსა და პაკისტანში და იქიდან გავრცელდა მთელს მსოფლიოში. მათ შორის: ინდოეთში, სამხრეთ ამერიკაში, იამაიკაში, აფრიკაში და რუსეთშიც კი. ასეთ ჯიშებს ჩვენ ენდემურ სახეობებს ან ლენდრეისებს ვუწოდებთ.

(ლედნრეისი ნიშნავს მცენარის ადგილობრივ სახეობას, რომელიც შეგუებულია მოცემული გეოგრაფიული რეგიონის გარემოს და ველურად იზრდება. მაგალითად, საქართველოში მსოფლიოში არსებული ხორბლის 26 სახეობიდან 5 ქართული ენდემური სახეობაა, ანუ საქართველო ხორბლის წარმოების უძველესი კერაა და აქედან გავრცელდა დანარჩენ მსოფლიოში. მათი ველური ჯიშები კი მხოლოდ ჩვენს ტერიტორიაზე გვხვდება. საქართველოში არ არის კანაფის ლენდრეისი.)

დურბან

სწორედ ამ ენდემური სახეობების ერთმანეთთან შეჯვარებით მიიღეს მარიხუანას ის ათასობით ჯიში, რომლებსაც დღე არსებობს. ენდემური ჯიშები ხშირად სწორედ თავიანთი წარმოშობის ადგილის სახელს ატარებენ. მაგალითად: Afghani, Thai, Hawaiian, Durban poison, Panama red, Columbian gold და ა.შ. ზოგჯერ მათი ეს აისახება მათი შთამომავების დასახელებშიც. გარემო პირობებისა და ადგილობრივთა ათასწლოვანი კულტივირების შედეგად ჩამოყალიბდა ეს გენეტიკურად სტაბილური სახეობები, რომლებიც დღეისთვის არსებული ყველა ჯიშის წინაპრები არიან. მეოცე საუკუნის დასაწყისამდე, სანამ ის პრაქტიკულად მთელს მსოფლიოში აიკრძალებოდა, იყო ამ ხალხების კულტურული ქვაკუთხედი და უდიდეს როლს თამაშობდა მათ ცხოვრებაში.

აკაპულკო გოლდ

დღევანდელ პირობებში უამრავი თვალწარმტაცი დასახელების ჯიშებს შორის, იშვიათად ჩნდება ეს ენდემური სახეობები. კომერციულმა ჰიბრიდიზაციამ(ანუ სხვადასხვა ჯიშების შეჯვარებამ) ძალიან მცირე რაოდენობით დაგვიტოვა ნამდვილი ლენდრეისები. დახურულ სივრცეში გაზრდა კი საბოლოოდ ცვლის მათი ორიგინალი სტრუქტურების განვითარების ეტაპებს.

1970-80-იან წლებში მებაღეებმა დაიწყეს ამ ენდემური სახეობების შეგროვება მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რათა სელექციური მიზნით გამოეყენებინათ ისინი. ეს პროცესი დღესაც გრძელდება, რადგანაც სწორედ ენდემური სახეობებია ის გენეტიკური განძი, რომელიც მილიონობით წლის განმავლობაში გამოწრთო ბუნებამ ევოლუციის გზით.

ლენდრეისები

Seed Finder

en.seedfinder.eu

ეს არის ძალიან საჭირო და გამოსადეგი უზარმაზარი მონაცემთა ბაზა, რომელიც დღეის მდგომარეობით 7000+ ჯიშს, 365 სელექციური ტიპის მომწოდებელს, 225 ინტერნეტ მაღაზიას, გალერეას, ფორუმს და უამრავ რამეს მოიცავს.

აქ თქვენ შეგიძლიათ მოძებნოთ ნებისმიერი სასელექციო კომპანიის მიერ წარმოებული ჯიში.

კანაფის თესლით მოვაჭრე კომპანიები თავიანთი პროდუქციით.

აურაცხელი რაოდენობის ავტოყვავილებადი ჯიში.

კანაბისის ჩემპიონატებზე გამარჯვებულებს.

ასევე უამრავ საჭირო და აუცილებელ ინფორმაციას. ეს ვებ-გვერდი ძალიან დაგეხმარებათ ბევრ რამეში.

Leafly.com

leafly-logo

Leafly.com არის ვებ-გვერდი, რომელიც ძალიან დაგეხმარებათ სხვადასხვა ჯიშის შესახებ ინფორმაციის გაგებასა და მომხმარებელთა განხილვებთან გაცნობაში. აქ ქიმიური ელემენტების მსგავსად ყველა ჯიშს თავისი სიმბოლო აქვს და შესაბამისი ფერი, რომელიც დამოკიდებულია იმაზე, თუ კანაფის რომელ სახეობას განეკუთვნება ის.

ინდიკები იასამნისფრად, სატივები წითლად, ხოლო ჰიბრიდები – მწვანედ. თითეული ჯიშისათვის მოცემულია დახასიათება. მისი თვისებების გრაფიკული შედარება, მაგალითად: ეიფორია, სიხარული, კრეატიულობა, სედატივი, ძილის მოგვრა და ა.შ. ასევე მისი გენეტიკურად ნათესაური ჯიშები, სუნი, გემო, არომატი…

თუ რომელ დისპენსერში შეგიძლიათ მისი შეძენა (ეს მხოლოდ ლეგალური კოლორადოსა და სხვა შტატების ფუფუნებაა) და რაც მთავარია ასობით და ათასობით ადამიანის მიერ დაწერილი განხილვა, რომელიც თავიდან ძალიან უცნაურად მოგეჩვენებათ, რადგანაც აქ პრაქტიკულად ერთ სიტყვასაც ვერ წაიკითხავთ იმის შესახებ, თუ რა მაგარი ჯიშია და რა მაგრად დააბოლა ავტორი მეგობრებთან ერთად. ძირითადად ისინი განიხილავენ მის გემოს, არომატსა და სუნს.

strains

მათი მარიხუანასადმი ტოლერანტობა იმდენად მაღალია, რომ დღეში 5 და ზოგჯერ 10 გრამსაც ეწევიან, რადგანაც საერთოდ აღარანაირი ეფექტი არ აქვს მათზე. ტოლერანტობის შესახებ ცალკე სტატიები გვექნება, მანამდე კი გაეცანით თქვენთვის საინტერესო ჯიშებს, იქნებ სასარგებლო ინფორმაციასაც მიაგნოთ.