LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდგულა – მცენარე-საოცრება ყურადსაღები უკუჩვენებებით

24
ანწლი

დიდგულას ქიმიური შემადგენლობაში არ არის კარგად შესწავლილი. ცნობილია, რომ ყვავილი შეიცავს ოფლმდენ გლიკოზიდს, ეთერზეთებს. დიდგულას პრეპარატებს იყენებენ გრიპისა და ანგინის საწინააღმდეგოდ. მისი პრეპარატები გამოიყენება აგრეთვე ღვიძლის ზოგიერთი დაავადების, ხოლო როგორც შარდმდენი საშუალება  – თირკმლის დაავადების დროს, თუ თან ახლავს შეშუპება.

ხალხურ მედიცინაში დიდგულას ყვავილს იყენებენ როგორც ოფლმდენ საშუალებას. ყვავილი შედის აგრეთვე ოფლმდენი ჩაის შემადგენლობაში. ყვავილის ნახარშს ივლებენ პირის ღრუსა და ცხვირ-ხახაში ანთებითი პროცესების და რინიტისა და ანგინის დროს. გარდა ამისა, მას იყენებენ საფენების სახით დამწვრობის, ჭრილობებისა და ძირმაგარების დროს, მიოზიტების, ნევრალგიისა და სახსრების ტკივილებისას. ბუასილის დროს რეკომენდებულია ყვავილის ნაყენის ან ნახარშის აბაზანის მიღება. დიდგულას ნაყოფს ხალხურ მედიცინაში ასევე იყენებენ როგორც სუსტ საფაღარათო საშუალებას, ხოლო ქერქის ნახარშს – როგორც ოფლმდენ და შარდმდენ საშუალებას. დიდგულას ყვავილის ნაყენი შეინახეთ გრილ ადგილას, არაუმეტეს 2 დღე-ღამისა. მიიღეთ თბილი სახით ½-ჭიქა 2-3-ჯერ დღეში. დღეგრძელთ სასმლის მისაღებად 1 სუფრის კოვზ გამშრალ ნაყოფს დაასხით 0,5 ლ წყალი, მოხარშეთ, გაწურეთ, დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი თაფლი და მიიტანეთ სუფრასთან ცხელი სახით.

დიდგულა ზომიერად ტოქსიკური მცენარეა, ამიტომ უკუნაჩვენებია ორსულთა და მეძუძურთათვის, ხოლო 12 წლამდე ასაკის ბავშვებში ინიშნება სიფრთხილით, ექიმის დანიშნულებით. ამ მცენარის ნედლად გამოყენება არ შეიძლება, რადგან იწვევს ღებინებას, დიარეას და ზოგჯერ მძიმე მოწამვლას. გარდა ამისა, დიდგულა უკუნაჩვენებია ნაწლავის ანთებითი დაავადებების და წყლულოვანი კოლიტის დროს. უკუნაჩვენებია ასევე დიაბეტით დაავადებულთათვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები