ახალი ვერსია, შეიძლება თუ არა პანდემიის წყარო იხვები იყვნენ?

ახალი ვერსია, შეიძლება თუ არა პანდემიის წყარო იხვები იყვნენ?

რატომ დაიწყო ფრინველის გრიპის, SARS-ის, ახლა კი COVID 19-ის პანდემია ჩინეთში? ამ კითხვაზე პასუხის გაცემას შვეიცარიული გამოცემა Neue Zürcher Zeitung-ი შეეცადა.

სტატიის ავტორის თქმით, ჩინეთში მოსახლეობის დიდი რაოდენობა შედარებით პატარა ტერიტორიაზეა განთავსებული, სოფლის მეურნეობისთვის შესაფერისი სივრცე კი ცოტაა, ამიტომ ცილების მოთხოვნილებას აქ პირველ რიგში მცენარეული პროდუქტებით იკმაყოფილებენ: მაგალითად, სოიოთი. თუმცა ქვეყანაში ასევე პოპულარობით იხვის ხორცი სარგებლობს და სტატიის ავტორი მიიჩნევს, რომ ეს დიდ საფრთხეს წარმოადგენს.

„ჩინეთში ფრინველის გრიპის გადაცემის მხრივ საფრთხე პირველ რიგში იხვებისგან მოდის. მათ ტბები სჭირდებათ, რომლებსაც პრაქტიკული მოსაზრებებიდან გამომდინარე სუფთა ჰაერზე აწყობენ. შედეგად შესაძლებელი ხდება გარეული და შინაური ფრინველების კონტაქტი და მათ შორის სხვადასხვა ვირუსის გადაცემა. სწორედ ამიტომ ჩინეთში შინაური ფრინველის მიერ ვირუსის ადამიანზე გადადების ალბათობა გაცილებით მაღალია, ვიდრე სხვა ქვეყნებში", - წერია სტატიაში.

სტატიის ავტორი ასევე ფიქრობს, რომ ჩინეთში ცოცხალი ცხოველებით და ფრინველებით ვაჭრობის პოპულარობის მიზეზი ის არის, რომ ამ შემთხვევაში მყიდველი საკვების ჯანმრთელობაში უფრო დარწმუნებულია, რადგან არ სჯერა, რომ სახელმწიფოს პროდუქტების უსაფრთხოების უზრუნ

„აქ ხელისუფლების კომპეტენციის არ სჯერათ, ყვავის კორუფცია, რამაც გლობალური პანდემიის საწინდარი შექმნა. სამწუხაროდ, სიტუაციის გაუმჯობესების შანსები დაბალია: სანამ სახელმწიფო მოქალაქეთა კონტროლში ცრუ პრიორიტეტებს სახავს, მათ შორის სარისკო სოციალური პრაქტიკები კვების და სხვა სფეროებში ფართოდ იქნება გავრცელებული", - წერს Neue Zürcher Zeitung-ი.

Aburjga Tasmanieli იხვზე ვერაფერს მოგახსენებთ, მაგრამ შევეიცარული გამოცემის სტატიის ავტორი ნამდვილი ბატია!
4 წლის უკან
Maverick ნაცბოზბანდის ისტორიული მემკვიდრე ლაიბერასტული პრესამედია ახლა ახალ ჯვაროსნულ ლაშქრობას იწყებს იხვებზე და ქათმებზე!
ისინი ბაიბურში არ არიან და არც იციან "რა სარგებლობა მოაქვს... კვატას"!
4 წლის უკან
Maverick სახლის უკან მხარეზე, ეზოში გასასვლელ აივანზე ჩიტებს, ციყვებს, ღამის "სტუმრებს" ყოველ დღე დილით და შებინდებისას მათთვის გათვალისწინებულ საკვებს სხვადასხვა კუთხეში და მოაჯირებზე (საკმაოდ ფართოა) ვუთავსებთ, რომელსაც "ოპტავოი" სავაჭრო ცენტრში ვყიდულობთ. ამასწინათ კვატაც ანუ იხვი გვეწვია და საკმაოდ ვიმხიარულეთ ფრინველებმა "ძმაკაცებში" ქსივები დააგზავნეს და ალბათ ინდაურებსცც გვეწვევიანთქო...
4 წლის უკან
Maverick პ.ს. პანდემიის შიშით, ზოგიერთი პროდვინუტი ჩვენი თანამემამულის მსგავსად ისინი სახლიდან, ეზოდან არ გაგვიდენია, შინაური არსებები ფანჯარიდან არ მოგვისროლია, არც ქუჩაში დაგვიტოვებია...!
4 წლის უკან