ქათმის ფილე ბოსტნეულით

შერეული სამზარეულო
clock icon 20 წუთი pie chart icon 361 კალორია
დაგვჭირდება:
ლურპაკის კარაქი 20/30 გრ
ქათმის ფილე 2 ც
წითელი, მწვანე და ყვითელი ბულგარული 1 -1 ც
ხახვი 1/2 თ
სტაფილო 1 ც
მწარე წიწაკა 1/2 ც
მწვანე ხახვი 5/6 ღ
ჩერი პომიდორი 6 ც
მარილი
შავი პილპილი

ქათმის ფილე დავჭრათ სასურველ ფორმებად, მე გრძლად დავჭერი . მოვაყაროთ მარილი და შავი პილპილი.
ფილე უნდა შევწვათ ლურპაკის კარაქში, სტეიკის პრიციპით მაღალ ცეცხლზე.

Lurpak იდეალურია კერძების მომზადებისთვის, ცხობისთვის, დესერტებისთვის და ყველაფრისთვის, რისი მომზადებაც სამზარეულოში გსურთ. ამ ბრენდის სლოგანია „საუკეთესო კერძი იმსახურებს ლურპაკს“ და მეც  ვეთანხმები.

დავჭრათ ბულგარული, ხახვი, გავხეხოთ სტაფილო. ასევე დავჭრათ პომიდორი , წიწაკა და მწვანე ხახვი.
ხახვი და სტაფილო მოვთუშოთ ზეთში , დავუმატოთ წიწაკა, პომიდორი და ნაწილი მწვანე ხახვის. დაბალ ცეცხლზე ვთუშოთ რამოდენიმე წუთი. ამასობაში ფილე მზად არის, ვამატებთ მოთუშულ ხახვიან მასას, სამივე ფერის ბულგარულს, გემოვნებით ვაყრით მარილს, რამოდენიმე წუთი ვთუშოთ. როგორც კი ბულგარული ოდნავ  დარბილდება , მოვაყაროთ დარჩენილი მწვანე ხახვი,დავაყოვნოთ კიდევ 2 წუთი და გადმოვდგათ გაზქურიდან.
სულ ეს არის :white_check_mark: