ციფრული ბიბლიოთეკა

ზურაბ ქაფიანიძე

1937 - 2011

ავტორის შესახებ

ზურაბ ქაფიანიძე ( დ. 1 აპრილი, 1937, სოფელი ნაკიეთი, ონის რაიონი – გ. 4 ივლისი, 2011, თბილისი ) – ქართველი მსახიობი. საქართველოს სახალხო არტისტი (1979), შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1985). 1961 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1961–1964 წლებში მოღვაწეობდა ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში მსახიობად. 1964 წლიდან კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მსახიობი იყო. 1999 -2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს აღორძინება“. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.