Digest Logo

„მსგავსი მოხდა ჩემზეც, როცა ქეთი მელუას უგზავნეს რეპორტები“ - რეპერი „მატერი“ მერაბ დვალიშვილს მხარდაჭერას უცხადებს

1708697507
მასტერი და მერაბი

ცოტა ხნის წინ სამოქალაქო აქტივისტმა ნატა ფერაძემ, UFC-ის წარმატებულ ქართველ მებრძოლს მერაბ დვალიშვილს ჰომოფობიაში დასდო ბრალი. ფერაძის თქმით, იგი აპირებს ორგანიზაციას დვალიშვილის პოსტები უთარგმნოს და გაუგზავნოს.

აღნიშნულ თემას ქართველი რეპერი გიორგი პავლიაშვილი იგივე „მასტერი“ სოციალურ ქსელში ეხმაურება და მერაბ დვალიშვილს მხარდაჭერას უცხადებს.

ამასთან რეპერი საკუთარ გამოცდილებას იხსენებს, როდესაც ინგლისში მოღვაწე ქართველ მუსიკოს ქეთი მელუასთან დუეტი მსგავსი რეპორტების მიზეზით გაუუქმეს.

„მსგავსი რამ მოხდა ჩემზეც, როცა ქეთი მელუას უგზავნეს რეპორტები და შემდეგ მოგვიწია დუეტის გაუქმება, მაგრამ მეეჭვება აქ რამე გამოუვიდეთ!

მხარდაჭერა მერაბ დვალიშვილს, კარგ და საამაყო ქართველს!“,- წერს რეპერი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕ „ბედნიერი ვარ, რომ შენი სიცილის ხმა ვიცი... ბედნიერი ვარ, რომ ჩემს დანახვაზე შენი პატარა სახე ნათდება“ - ნატალია ყიფშიძე ძმას იუბილეს ულოცავს

⭕ „ხატია არის ამორძალი, რომელიც ყოველთვის ცდილობს ისე დაალაგოს თავისი ცხოვრება, როგორც თავად უნდა... მინდა, რომ ყველაფერი ჩემი კონტროლის ქვეშ იყოს“ - ხატია სიჭინავა ოჯახზე, საქმიანობასა და ურთიერთობებზე

🎥 „მერაბი ანგელოზი გახადეთ, მაგრამ მაგ ბიჭმა „სროკზე“ გამიშვა აშშ-ის ციხეში“ - ავთანდილ ხურციძის სკანდალური განცხადება