ცოტა ხნის წინ სამოქალაქო აქტივისტმა ნატა ფერაძემ, UFC-ის წარმატებულ ქართველ მებრძოლს მერაბ დვალიშვილს ჰომოფობიაში დასდო ბრალი. ფერაძის თქმით, იგი აპირებს ორგანიზაციას დვალიშვილის პოსტები უთარგმნოს და გაუგზავნოს.
აღნიშნულ თემას ქართველი რეპერი გიორგი პავლიაშვილი იგივე „მასტერი“ სოციალურ ქსელში ეხმაურება და მერაბ დვალიშვილს მხარდაჭერას უცხადებს.
ამასთან რეპერი საკუთარ გამოცდილებას იხსენებს, როდესაც ინგლისში მოღვაწე ქართველ მუსიკოს ქეთი მელუასთან დუეტი მსგავსი რეპორტების მიზეზით გაუუქმეს.
„მსგავსი რამ მოხდა ჩემზეც, როცა ქეთი მელუას უგზავნეს რეპორტები და შემდეგ მოგვიწია დუეტის გაუქმება, მაგრამ მეეჭვება აქ რამე გამოუვიდეთ!
მხარდაჭერა მერაბ დვალიშვილს, კარგ და საამაყო ქართველს!“,- წერს რეპერი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: