Posted by: burusi | 04/05/2009

პარიზი – ვერსალი

ვერსალის გეგმა, 1715ვერსალის გეგმა, 1715

ვერსალის სასახლე ან უბრალოდ ვერსალი (ფრანგ. Château de Versailles) — საფრანგეთის მეფეების სადღესასწაულო სასახლე ვერსალში. ვერსალი პარიზის სამხრეთ-დასავლეთით, გარეუბანში მდებარეობს. სასახლის აგების პერიოდში ვერსალი პატარა სოფელი იყო. 1624 წელს ლუდოვიკო XIII-მ ბრძანა, რომ იქ პატარა სამონადირეო სასახლე აეშენებინათ რომელიც შემდგომ ლუდოვიკო XIV-მ გააფართოვა.

პარიზი, ვერსალი

დიდი და მაშტაბური სამუშაოების შემდეგ, რომელთაც ხელმძღვანელობდნენ ისეთი არქიტექტობები როგორებიც იყვნენ : ლევო, არდუენ-მანსარი და ლემოტრი- სასახლემ დასრულებული სახე 1690 წელს მიიღო. 1682-წელს სამეფო რეზიდენცია ვერსალში გადავიდა.
1682-1789 წლები – ვერსალისათვის გაბრწყინებისა და აღმასვლის პერიოდი იყო. მას შემდეგ რაც პარიზის მოვაჭრეები მეფეს სასახლეში მიუცვივდნენ, ლუდოვიკო XVI-ოჯახთან ერთად პარიზში დაბრუნდა. მიტოვებული ვერსალი იძარცვებოდა, იკარგებოდა ხელოვნების ძვირფასი ნიმუშები. 1837 წელს ლუი ფილიპმა სასახლეს რესტავრაცია გაუკეთა და მასში საფრანგეთის ისტორიის მუზეუმი განათავსა. 1870 წელს სასახლე გერმანელებმა დაიკავეს. 1919 წელს ხელი მოეწერა სამშვიდობო შეთანხმებას გერმანიასთან და ვერსალი ისევ ფრანგების გახდა.

პარიზი, ვერსალი

ვერსალის სასახლე სამი ეზოსაგან შედგება. პირველი-მინისტრების ეზო, სადაც დგას ლუდოვიკო XIV-ს ცხენზე ამხედრებული ქანდაკება. მეორე-მეფის ეზო, მესამე-მარმარილოს ეზო. მეფის ეზოდან გაბრიელის ანუ ლუდოვიკო-XV-ს ფრთით შეიძლება მოხვდე სასახლის შიგნით, სადაც განთავსებულია საფრანგეთის
ისტორიის მუზეუმი. მუზეუმის 11 დარბაზი ასახავს ლუდოვიკო-XIII -ს და ლუდოვიკო-XIV-ს მეფობის ხანას.

დედოფლის მოსასვენებელი დარბაზი

დედოფლის მოსასვენებელი დარბაზი მნიშვნელოვანია მე-2 სართულზე განთავსებული კაპელა, რომელიც აშენდა არდუენა-მანსარას პროექტით 1698-1710 წელს. აქვეა 6 დარბაზი სამეფო მოსვენებისთვის. ყველაზე ლამაზი და მიმზიდველი სარკეებიანი გალერეაა, რომელიც არდუენა-მანსარას შედევრია. გალერეას დიდებულებას განაპირობებს 17 დიდი ფანჯარა რომელიც პარკისკენ იყურება და საპირისპირო კედელზე სარკეებში აირეკლება. იქმნება შთაბეჭდილება თითქოს ბაღების სიმწვანე და
სილამაზე სასახლის ინტერიერში შემოდის.

სასახლის ღირსებაა დახვეწილი გემოვნებით და დეკორატიულად გაფორმებული ბაღები, სკულპტურები, ყვავილნარები, შადრევნები, კასკადები და სხვა. ვერსალის ლანდშაპტური პარკი, რომელიც 101 ჰა-ზე გაშენებული, – ხელოვნების ნამდვილი ნიმუშია, შესრულებული მე-XVII ს.-ის სტილში; მასში მრავლადაა ტერასები, კლუმბები, გაზონები, ორანჟერიები, აუზები, ქანდაკებები, ფანტანების მთელი კასკადი, დიდი არხი. აღსანიშნავია აპოლონის შადრევანი, რომელიც მთელი ეპოქის აყვავების და ვერსალის სიმბოლოდ შეიძლება ჩაითვალოს.  ვერსალის სილამაზე ბევრი ქვეყნის სამეფო რეზიდენციების გაფორმების მისაბაძი მაგალითი გახდა.

.


დატოვე კომენტარი

კატეგორიები