top of page

კარკადე, ჰიბისკუსი-უკვდავების ჩაი!!!

სუდანის ვარდი, იგივე ჰიბისკუსი (Hibiscus sabdariffa),  „ფარაონების სასმელი", „კანდაგარი", წითელი ვარდი, ოკრა, კენაფი, წითელი მჟაუნა, შარონის ვარდი, „ვენეციის ბალბა". ბალბის ოჯახის ამ წარმომადგენელს მრავალი სახელი აქვს. მისი სამშობლო ინდოეთია.

დღეს ეს არომატული მცენარე, მსოფლიოს მრავალ- ტროპიკული კლიმატის მქონე ქვეყანაში მოყავთ: სუდანი, ეგვიპტე,  ჩინეთი, შრი-ლანკა, ტაილანდი, მექსიკა.

მალაიზიაში კარკადეს ბუნგა რაია ქვია, ნაციონალური ყვავილია და ქვეყნის გერბზეცაა გამოსახული.

მუსლიმები მას „ყველა დაავადების წამლად" თვლიან, მათთვის ყვავილის ხუთი ფურცელი ისლამის ხუთ მცნებას გამოხატავს.

ეგვიპტეში კარკადეს ფარაონების სასმელად მიიჩნევენ, რომელიც უკვდავებასა და სასიცოცხლო ძალას ჩუქნის. ძველ ეგვიპტეში ალბათ უკვე იცოდნენ კარკადეს სასარგებლო თვისებების შესახებ, არქეოლოგები ხშირად პოულობენ მის ნაშთებს სამარხებში.

აღმოსავლეთსა და აფრიკაში ჰიბისკუსს ფართოდ იყენებენ როგორც წამალს, მრავალი დაავადების სამკურნალოდ.

ევროპაში კარკადე უკვე მეჩვიდმეტე საუკუნიდანაა ცნობილი. ბოლო დროს მისი პოპულარობა საგრძნობლად გაიზარდა მთელს მსოფლიოში.

გამაგრილებელი ნაყენის სასიამოვნო მომჟაო გემოსა და ლამაზ ლალისფერს (თუმცა სხვადასხვა ქვეყანაში მოყვანილი კარკადე შეიძლება განსხვავდებოდეს გემოთიც და შეფერილობითაც) განსაკუთრებით სცემენ პატივს ცხელ არაბულ ქვეყნებში. ის გამოიყენება კულინარიასა და კოსმეტოლოგიაშიც.

კარკადეს სასარგებლო თვისებები განპირობებულია ზოგი მისი თავისებურებით.

ეს სასარგებლო პროდუქტი შეიცავს: 7.5-9.5% ცილას, 13 ამინომჟავას, რომელთაგან 6 შეუცვლელია.

შეიცავს პოლისახარიდებს, მათგან პექტინი ხელს უწყობს ორგანიზმიდან ტოქსინებისა და მძიმე მეტალების გამოდევნას.

ჰიბისკუსის ყვავილს ფერს ანტოციანი აძლევს, რომელსაც კარგად გამოხატული P-ვიტამინური აქტივობა ახასიათებს. ამის გამო ის ამაგრებს სისხლძარღვების კედელს, აწესრიგებს მათ განვლადობას, დაბლა სწევს არტერიულ წნევას. აქვს ანთების საწინააღმდეგო, სპაზმოლიზური და შარდმდენი თვისებები.

აუმჯობესებს ზოგად მდგომარეობას, აწყნარებს (შესანიშნავი საშუალებაა ქრონიკული დაღლილობისა და სტრესის დროს). გაციების დროს დაგეხმარებათ, როგორც სიცხის დამწევი საშუალება.

ჰიბისკუსი შეიცავს ფლავანოიდ კვერციტინს, რომელიც აძლიერებს ანტოციანების მოქმედებას, ხელს უწყობს ორგანიზმის გაწმენდას, ასტიმულირებს ნაღვლის გამოდინებას, იცავს ღვიძლს (განსაკუთრებით კარგად უმკლავდება ალკოჰოლურ ინტოქსიკაციას), აუმჯობესებს მეტაბოლიზმს.

კლავს ზოგ მიკრობს, შეიძლება ჰელმინთების საწინააღმდეგოდაც გამოვიყენოთ. მას გემოს ლიმონის მჟავა აძლევს, არ შეიცავს მჟაუნის მჟავას, რის გამოც ის შედარებით თამამად შეუძლიათ გამიოყენონ თირკმელების პათოლოგიის მქონე ადამიანებმა.

კარკადე დადებითად მოქმედებს პანკრიასზეც.

საინტერესოა ზოგი კვლევის შედეგი შვილოსნობასთან დაკავშირებით. 6 თვიანი დაკვირვების შემდეგ გამოიტანეს დასკვნა, რომ ჰიბისკუსის ნაყენი დადებითად მოქმედებს როგორც ქალის, ისე მამაკაცის რეპროდუქციულ ფუნქციაზე.

განსაკუთრებით კეთილისმყოფელი ზემოქმედება აქვს საკვერცხეებზე.(100-დან 70 ქალს შვილოსნობის საშუალება მიეცა).

შეიძლება ითქვას, რომ ეს პოლივიტამინური სასმელი ადამიანის ორგანიზმისთვის კარგად ბალანსირებულ ინგრედიენტებს შეიცავს. გამოყენებისას მხოლოდ გარკვეული სიფრთხილე მართებთ იმ პირებს ვისაც გასტრიტი აქვს მომატებული მჟავიანობით, არკადემ შესაძლოა კიდევ უფრო მოუმატოს მჟავიანობა.

ალერგიული მიდრეკილების ადამიანებსაც სიფრთხილე მართებთ-კარკადე საგრძნობად ალერგიულია. აუცილებელია დარწმუნდეთ, რომ თქვენ პირადად პრობლემა არ გაქვთ ამ მცენარესთან მიმართებაში.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჰიბისკუსი სისხლს ათხელებს, რამაც შესაძლოა გულზე დატვირთვა ცოტა გაზარდოს. ეს კარკადეს გადამეტებულ გამოყენებას ეხება, თუმცა დღეში 3 ჭიქაზე მეტ კარკადეს ალბათ ცოტა ვინმე თუ დალევს.

კარკადე კოსმეტოლოგიაში

არაჩვეულებრივად ახალისებს სახის კანს კარკადეს ნაყენისაგან დამზადებული ყინულით გაწმენდა. თუ ცხიმიანი კანი გაქვთ, გაყინვის წინ შეიძლება რამდენიმე წვეთი თეთრი ღვინის დამატება. პროცედურის შემდგომ საჭიროა სახის კარგად ჩამობანა და მკვებავი საცხის წასმა .

464 views0 comments
bottom of page