მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნამახვანჰესის წინააღმდეგ მიმდინარე აქციიდან სნაიპერული შაშხანა და სხვა იარაღი ამოვიღეთ - შსს

601fccb5c30bd
BM.GE
07.02.21 15:13
1197
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, მათ ნამახვანჰესის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციიდან ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს. უწყების თანახმად, ამოღებულია სნაიპერული შაშხანა და ვინჩესტერის მოდელის იარაღი. განცხადებიდან ირკვევა, რომ ეს იარაღი რეგისტრირებული იყო, რის გამოც ის აქციის დასრულების შემდეგ მესაკუთრეებს დაუბრუნდებათ.

"წყალტუბოს რაიონში, სოფელ ჟონეთთან ნამახვან ჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს.

ადგილზე უსაფრთხოების და მართლწესრიგის უზრუნველყოფის მიზნით, მობილიზებულია პოლიცია.

აქციის მიმდინარეობისას შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ორი ავტომობილი შეაჩერეს. ერთ-ერთი ავტომობილიდან ამოღებულია ვინჩესტერის მოდელის რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი და სნაიპერული შაშხანა, ხოლო მეორე ავტომობილიდან ბეისბოლის ჯოხი და ბლაგვი საგანი, ე.წ. „დუბინკა“.

პოლიციამ ჩამორთმევის შემდეგ მფლობელებს განუმარტა რომ აღნიშნული ნივთები აქციის დასრულების შემდეგ დაუბრუნდებოდათ.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციის მონაწილეებს მოუწოდებს დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს,"- ნათქვამია განცხადებაში.