იხვის ფერმის ბიზნეს გეგმები -სა და ტექნოლოგიური რუკის მომზადება

იხვის ფერმის ბიზნეს გეგმები -ს მომზადება 577 235 400 , სკაიპი-  medgeo.net , ელფოსტა Caumednet@gmail.com

ჩვენი სერვისები:

ტელეფონზე 577 235 400 , სკაიპი-  medgeo.net , ელფოსტა Caumednet@gmail.com შეგიძლიათ მიიღოთ ფასიანი კონსულტაციები შემდეგ საკითხებზე :

ხვების საწარმოო მოშენების დროს გამოიყენება ინტენსიურად მზარდი ჯიშების კვების ბროილერული ტექნოლოგია. ეს ჯიშებია: „ვარსკვლავი 42, 76“, „აგიდელი 34“, „ბლაგოვარსკი“, „კანედინზ R31“ და სხვა. ინტენსიური წარმოება გულისხმობს იხვების ყოველწლიურ მოშენებას. ამ შემთხვევაში იხვებს ზრდიან ბადეებზე დაფენილ ღრმა უცვლელ საფენზე ფრინველების გასეირნების გარეშე.

იხვის ფერმის ბიზნეს გეგმები – საწარმოო პროცესის სქემა შედგება შემდეგი ეტაპებისგან:

  • ყოველდღიური იხვების შესყიდვა და მათი განთავსება საფრინველის თბილ სექციაში. პირველი 3 კვირის განმავლობაში გამოიყენება დასაფენის დამატებითი გათბობა 20-23 გრადუსამდე, ჰაერის ტემპერატურა კი უნდა იყოს 18 გრადუსამდე.
  • 1 თვის იხვები გადაჰყავთ საკვებ განყოფილებაში. დასმის სიმჭიდროვე შეადგენს 8-10 თავს 1კვ.მ-ზე (დამოკიდებულია ჯიშზე).
  • საფრინველეში ამონტაჟებენ 3×3სმ ზომის უჯრებიან ბადეს. მასზე დააფენენ ხის ბურბუშელებს, ნახერხს, ტორფს ან გამომშრალ ისლს.
  • კვების პერიოდში იხვები უნდა იყვნენ მუდმივად უზრუნველყოფილნი წყლით. ნორმალური გადამუშავებისთვის მათ სჭირდებათ დაახლოებით 4ლ წყალი 1კგ საკვებზე.
  • ფრინველების დაკვლა ხდება 52-55 დღის ასაკში. 60 დღის შემდეგ ფრინველებს ეწყებათ განგური, რაც ხელს უშლის დამუშავებას და ამცირებს პროდუქციის ხარისხს.

სტანდარტულ საფრინველეში (ზომა 31კვ.მ) წლის განმავლობაში შეიძლება დაახლოებით 2 000 იხვის გაზრდა. ამის პირობებია – მოშენების საწარმოო ციკლი 55 დღე (4,8 ბრუნვა) და ერთ პარტიაში დაახლოებით 400 თავის რაოდენობა.  ეს არის ეკონომიკურად უფრო მომგებიანი ვადა იხვების მოსაშენებლად.

იხვის ფერმის ბიზნეს გეგმები

სამეურნეო თვისებების მიხედვით იხვის ჯიშები იყოფა მეხორცულ, მეხორცულ-მეკვერცხულ,მეკვერცხულ და დეკორატიულ ჯიშებად. დასახელებული ჯიშებიდან განსაკუთრებით დიდი გავრცელება ჰპოვა პეკინურმა იხვმა.

პეკინური იხვი ჩინური წარმოშობისაა.

ისტორიული წყაროების თანახმად იგი, როგორც ჯიში,სამი საუკუნის წინათ პეკინის სამხრეთ ნაწილში გამოიყვანეს და ევროპასა და ამერიკაში აქედან გაიყვანეს. ყველგან ჩამოყალიბდა როგორც საუკეთესო მეხორცული ჯიში, რომელსაც დიდი მალმწიფადობა და ხორცის მაღალი ხარისხი ახასიათებს. საქართველოში კი გასული საუკუნის დასაწყისში შემოიყვანეს.
პეკინური იხვი თეთრი ფერისაა, მისთვის დამახასიათებელია ფართო, გრძელი და ღრმა სხეული,კარგად განვითარებული მკერდით; ფართო, ბრტყელი, საშუალო სიგრძის თავი, კისერი
ხორციანი; ფართე და გრძელი ზურგი; ნისკარტი მოყვითალო-ნარინჯისფერი, საშუალო სიგრძის, ოდნავ ჩაღუნული; მოწითალო-ნარინჯისფერი საშუალო სიმაღლის ფეხები; სხეულზე
მკვრივად განლაგებული პატარა ზომის ფრთები. ზრდასრული იხვის ცოცხალი მასა — დედლის 3,0-3,6 კგ-ია; მამლის — 3,5-4,0 კგ. ერთ ციკლზე კვერცხმდებლობა 100-140 ცალია. შესწავლილია, რომ კარგი კვება-მოვლის პირობებში მეორე წელს კვერცხმდებლობა არ მცირდება და ზოგიერთი ეგზემპლარები 200 ცალსაც აღწევენ.
კვერცხის საშუალო მასა 85 გ-ია. ჭუჭულს ახასიათებს ზრდის სისწრაფე, 50-55 დღის ასაკში აღწევენ 2,7-3,0 კგ-მდე. ხორცი მაღალი ხარისხისაა.
პეკინური იხვი ამტანია, არ საჭიროებს წყალსატევებს და ამიტომ ინტენსიურ გამოზრდასა და შენახვას ადვილად ეგუება.

პეკინური იხვის გარდა ჩვენს ქვეყანაში ფართოდაა გავრცელებული მუშკიანი იხვი.

იგი თავისი ბიოლოგიური თავისებურებებით გამოირჩევა. მისი ხორცი გარეული იხვისას წააგავს და დელიკატესად ითვლება. გამოირჩევა ინკუბაციის თავისებურებით, თუ პეკინური იხვის კვერცხის ინკუბაციის ხანგრძლიობა არის 31 დღე, მუშკიანი იხვის კვერცხის ინკუბაციის ხანგრძლიობა შეადგენს 35 დღეს.
ამჟამად, მუშკიანი იხვის მოშენებას ინტენსიაურად იწყებენ, რადგან მისი ხორცი ნაკლებცხიმიანობით გამოირჩევა და საუკეთესო საგემოვნო თვისებებით ხასიათდება. ეს იხვი
სხვადასხვა ფერისაა: გვხვდება თეთრი, შავი, ცისფერი, ბრინჯაოსფერი, ზოლიანი და სხვა შეფერილობებიც.
სქესობრივი დიმორფიზმი მკვეთრად აქვს გამოხატული, მამლების ცოცხალი მასა 4,5-6 კგ-მდეა, ხოლო დედლების 2,2-3,2 კგ. მოზარდის სუქება10-12 კვირა გრძელდება.

გარდა ამ ორი ჯიშისა საქართველოში გავრცელებულია იხვის ხვადასხვა პოპულაცია.

ისინი  ადგილობრივ პირობებს კარგად არიან შეგუებულნი .

იხვები მალმწიფადობით, საკვებისადმი ნაკლები მომთხოვნელობით და გამძლეობით გამოირჩევიან.

ისინი თავიანთ ცოცხალ მასას 7 კვირის ასაკისათვის 55-60-ჯერ ზრდიან და 1 კგ წონამატზე 2,7-2,9 კგ საკვებს ხარჯავენ. იხვის გამოზრდა შესაძლებელია როგორც ინტენსიური,
ასევე ექსტენსიური შენახვის პირობებში.
ფერმერული მეურნეობის პირობებში იხვის შენახვა  უმჯობესია მსუბუქი ტიპის საფრინველეში ტბის, წყალსაცავის, ან მდინარის ნაპირზე.
კარგი ადაპტაციის უნარი ხელს უწყობს იხვის მოშენებას სხვადასხვა კლიმატურ ზონაში. ზრდის მაღალი ტემპი გაძლიერებული ნივთიერებათა ცვლით და ჟანგბადზე დიდი
მომთხოვნელობითაა განპირობებული.

წყარო: Источник: https://moybiznes.org/razvedenie-utok

ბმები:

საინვესტიციო სივრცის სიახლეები
წარმატებული ბიზნეს გეგმები
ბიზნეს გეგმების სოციალურ ქსელებში
ბიზნეს-გეგმები , ინვესტიციები , სერვისები ბიზნესისათვის
ბიზნეს გეგმათა მომზადება და კონსულტაციები
ტრენირება და დასაქმება

Facebook Comments