Veriko Chichiashvili Chelik: “სანამ დედა ცოცხალია, მანამდე გულადად ხარ, სიკვდილისა არ გეშინია, სიცოცხლით ლაღობ, ვერა გრძნობ სიკვდილის მზერას, რადგან დედაა ჩამდგარი შენსა და სიკვდილს შორის, თავისი სუსტი ბეჭებით სიკვდილს წინ ეღობება და მისი მწველი მზერისაგან გიფარავს, თვითონ იწვის სიკვდილის ალმოდებულ მზერაში. წავა დედა და ჩამოიხსნება ფარდა შენსა და სიკვდილს შორის, რომელიც მგელივით წამოგვარდება, მოსვენებას დაგიკარგავს, სილაღეს ჩაგიკლავს და თან გეშინია, თან იმას ცდილობ, ახლა შენ აეფარო ბეჭებით შენს შვილებს, რომ დაიფარო ამ ამაზრზენი მზერისაგან.“ – გოდერძი ჩოხელი.
დღეს საქართველოში დედის დღე აღინიშნება.დღესასაწაული 1991 წელს ქვეყნის პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ინიციატივით დაარსდა.ვულოცავ ყველა ქართველ დედას ამ ღირსშესანიშნავ დღეს ვუსურვებ მშვიდობას, ჯანმრთელობას, ბედნიერებას, გახარებას და, რაც ყველაზე მთავარია, სამშობლოსთვის განათლებული და საამაყო შვილების გაზრდას.
ძვირფასო მეგობრებო გილოცავთ დედის დღეს! გავუფრთხილდეთ,მოვეფეროთ ისე როგორც თვითონ გვეფერებოდა და გვეალერსებოდა პატარაობისას.ხომ გვახსოვს …