საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია
ENG

სიახლეები

30
მაისი
19:33

წარმატების ისტორია - საბანკეტო დარბაზი

„ახალგაზრდების სამეწარმეო შესაძლებლობების მხარდაჭერა საქართველოში“ საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის შვილობილი კომპანიის „ბიზნეს საკონსულტაციო ქსელი საქართველო“-ს პროექტია, რომელიც ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ არის დაფინანსებული. გასულ წელს, აღნიშნული პროექტის ფარგლებში 14-მა ბიზნეს პროექტმა მოიპოვა დაფინანსება. მათ შორის იყო პროექტი „საბანკეტო დარბაზი“.

ბიზნეს საკონსულტაციო ქსელი საქართველოს შესახებ პირველად წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქ. ჯვარში საინფორმაციო შეხვედრისას გავიგე, რომელზეც სრულიად შემთხვევით მოვხვდი. შეხვედრაზე მითხრეს, რომ ჩემი ასაკის ახალგაზრდებისთვის იყო საგრანტო კონკურსი. თავიდან, სიმართლე გითხრათ ცოტა პესიმისტურად ვუყურებდი ამ ყველაფერს და არ მქონდა დაფინანსების მიღების იმედი, თუმცა მონაწილეობა მაინც მივიღე, ვიფიქრე „ცდა ბედის მონახევრეაო“. საეა-თან თანამშრომლობა დამეხმარა მოტივაციის ამაღლებაში , ჩამისახა იმედი ჩემი ბიზნესის უფრო ეფექტურად წარმოებისათვის. საეას დახმარებით შევძელი ჩემი ჩაფიქრებული ბიზნესით გათვალისწინებული საბანკეტო დარბაზის მოწყობა სარეალიზაციოდ .

დღეისათვის ჩემი ბიზნესი სრული დატვირთვით ფუნქციონირებს. ყოველთვიურად ვღებულობ შეკვეთებს  (თითო ჯერზე დაახლოებით 400-დან 500-მდე კაცზე). ამჟამად ჩემს ბიზნესში დასაქმებულია 12 ადამიანი (მათშორის 9 ქალი). მომავალ ბენეფიციარებს ვურჩევდი რომ მაქსიმალური ყურადღებით და მონდომებით მოეკიდონ საქმეს, რადგან ეს არის რეალური ხელშეწყობის პერსპექტივა ბიზნეს იდეის განსახორციელებლად. მთავარია გაათვითცნობიერონ საკუთარი იდეა და იყვნენ დარწმუნებულნი მის წარმატებაში. საეა ეს არის რეალური ხელშეწყობა  ბიზნესის საწარმოებლად.

დამფუძნებელი -  ირაკლი ქარდავა

 

გაუზიარე მეგობრებს:

ბოლო სიახლე

30
მაისი
14:09

მდგრადი, ეფექტიანი და პროფესიონალურად დამოუკიდებელი რეგიონული სტატისტიკის სისტემის ადვოკატირება საქართველოში

საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის იმერეთის წარმომადგნლობა ახორციელებს პროექტს “მდგრადი, ეფექტიანი და პროფესიონალურად დამოუკიდებელი რეგიონული სტატისტიკის სისტემის ადვოკატირება საქართველოში”. პროექტის მიზანია, მდგრადი, ეფექტიანი და პროფესიონალურად დამოუკიდებელი რეგიონული სტატისტიკის სისტემის დანერგვის ადვოკატირება საქართველოში, ასოცირების შეთანხმებით აღებული...

სრულად
15
მარტი
14:44

მემორანდუმი გაეროს ბავშვთა ფონდსა და საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციას შორის

9 მარტს, გაეროს ბავშვთა ფონდსა და საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციას შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ბავშვთა უფლებების რეალიზებას, სახელმწიფო ბიუჯეტის წვლილის სიღრმისეულ გააზრებას. მემორანდუმის ფარგლებში შემუშავდება ბავშვის უფლებებზე ორიენტირებული ბიუჯეტის შეფასების მეთოდოლოგია, ასევე განხორციელდება ერთი...

სრულად
2
მარტი
17:18

პროექტის - „ეფექტიანი კორპორაციული მმართველობა დასაქმებისათვის“ შემაჯამებელი ღონისძიება

27 თებერვალს საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის იმერეთის წარმომადგენლობის მიერ ჩატარდა პროექტის „ეფექტიანი კორპორაციული მმართველობა დასაქმებისათვის“ შემაჯამებელი ღონისძიება, სადაც წარმოდგენილი იყო პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგები: „კორპორაციული ანგარიშგებების სისტემა საქართველოში - ევროკაშირთან ასოცირების ხელშეკრულებით...

სრულად
სიახლეები | Www.economists.ge
© 2014 Association of Young Economists Georgia
Created Byეკონომისტი