იხვები

იხვები, ბატისნაირთა რიგის ფრინველთა რამდენიმე გვარი. გაერთიანებული არიან იხვისებრთა ოჯახში. ფართოდ არიან გავრცელებული ყველა კონტინენტზე, გარდა ანტარქტიდისა. იხვები იყოფა 3 ჯგუფად:ნამდვილი იხვები, ყვინთიებები და ბატასინები. საშუალო და დიდი ზომის ფრინველებია. კარგად ცურავენ და ფრენენ. აქვთ სარეწაო მნიშვნელობა. ნამდვილ იხვებს გემრიელი ხორცი აქვთ. წონა მერყეობს 250-იდან 2000 გრამამდე. ყვინთიებისა და ბატასინების ხორცი უფრო დაბალი ღირსებისაა.
იხვები მიმოფრენი ფრინველებია. საქართველოში 8 გვარის 12 სახეობაა, რომელთა უმრავლესობა აქ მიმოფრენისა და ზამთრის პერიოდებში გვხვდება. ზოგი ბუდობს კიდეც ზოგიერთი შიდა წყალსატევების ნაპირებზე. საქართველოში (ჯავახეთში) მობუდარი იხვებიდან აღსანიშნავია: წითელი იხვი, თეთრშუბლა იხვი , გარეული იხვი  წითელნისკარტა ყურყუმელა, ქოჩორა ყურყუმელა და სხვა.შინაური იხვი წარმოშობილია გარეული იხვისაგან,რომელიც დაახლოებით ძვ. წ. 1000-ზე ადრე მოიშინაურეს ევროპაში, აზიაში, ჩრდილოეთ აფრიკასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. სქესობრივ სიმწიფეს აღწევს 6-7 თვისა



ვერცხების ყოველ ციკლში (5-6 თვე) დებს 90-130 კვერცხს, თითოეული 85-90 გრამს იწონის. კვერცხის საინკუბაციო ვადაა 27-28 დღე. მოზრდილი მამალი იხვი იწონის 3-5 კგ, დედალი - 2-3,5 კგ. პროდუქტიულობის მიხედვით იხვების ჯიშები იყოფა: სახორცე (პეკინური, უკრაინული რუხი, შავი თეთრგულა და სხვა), სახორცე-მეკვერცხული ან მეკვერცხულ-სახორცე (ხაკი-კემპბელი, ფრთასარკა და სხვა) და მერვერცხული (ინდური მარბოლარები). სახორცედ კლავენ - 50-55 დღის იხვებს, როდესაც თითოეული 2,5 კგ და მეტს იწონის.
ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით, საქართველოში იხვები შემოიყვანეს და მოამრავლეს XVII საუკუნეში. აქ მისი სახორცედ გამოზრდა ყველა კლიმატურ ზონაში შეიძლებოდა.


No comments:

Post a Comment