კომპიუტერები

კომპიუტერი (ინგლ. computer) ძირითადად არის მოწყობილობა, რომლის დაპროგრამების მეშვეობით ხდება არითმეტიკული ან ლოგიკური ოპერაცის ავტომატური შესრულება. ვინაიდან ოპერაციების თანმიმდევრობა შეიძლება შეიცვალოს, კომპიუტერს შეუძლია ერთდროულად რამდენიმე მათგანის შესრულება.
როგორც წესი, კომპიუტერი შედგება სულ ცოტა, ერთი პასუხისმგებელი მოწყობილობისგან, რომელი,პროცესორისგან და კომპიუტერული მეხსიერების რამე სახის ფორმისგან. პროცესორი აწარმოებს არითმეტიკული და ლოგიკური ოპერაციების შესრულებას.მიმდინარეობების და კონტროლის მოწყობილობა ცვლის ოპერაციების თანმიმდევრობას შენახული ინფორმაციის თანახმად. პერიფერიული მოწყობილობებით ხდება ინფორმაციის მოპოვება გარე წყაროდან, შემდეგ კი - ოპერაციების შედეგების შენახვა და შემდგომი მოძიება.










 მეორე მსოფლიო ომის პერიოდში საომარი ოპერაციებისთვის გამოიყენებოდა მექანიკური ანალოგური კომპიუტერი. ამ პერიოდში შეიქმნა პირველი ელექტრონული ციფრული კომპიუტერები. თავდაპირველად ასეთი კომპიუტერი დიდი ოთახის ზომის იყო და მოიხმარდა ელექტროენერგიას, რომლის რაოდენობა უდრის დღევანდელი რამდენიმე ასეული პერსონალური კომპიუტერის მიერ მოხმარებულ ენერგიას.[1]
თანამედროვე კომპიუტერები, რომლებიც ეფუძნება ინტეგრირებულ წრედებს, მილიონიდან მილიარდამდე უფრო მეტად უნარიანია, ვიდრე ადრეული მანქანები და იკავებენ მცირე სივრცეს.[2] მარტივი კომპიუტერები თავსდება მობილურ მოწყობილობებში. მობილური კომპიუტერები იკვებება მცირე ზომის ბატარეებით. პერსონალური კომპიუტერები, სხვადასხვა სახით, წარმოადგენენ საინფორმაციო ეპოქის სიმბოლოს და იმას, თუ რას წარმოიდგენენ ადამიანები სიტყვა კომპიუტერის ხსენებისას. თუმცა, რაოდენობით ინტეგრირებული კომპიუტერები უფრო მეტია - ციფრული აუდიო პლეერებიდან საბრძოლო საფრენ ტექნიკამდე და სათამაშოებიდან ინდუსტრიულ რობოტებამდე.

 პერსონალური კომპიუტერი
პერსონალური კომპიუტერი (PC) — მიკროკომპიუტერი, რომლის ფასი, ზომა და შესაძლებელობები მიესადაგება ინდივიდუალურ გამოყენებას. ტერმინს პოპულარიზაცია გაუკეთა ეპლ კომპიუტერმა მოდელით ეპლ II 1970-იან წლების ბოლოს, შემდეგ კი IBM-მა საკუთარი მოდელით, ზომისა და მობილურობის მიხედვით „პერსონალური კომპიუტერით“ შეცვალა.


ამოთვლილი ნაწილები კომპიუტერის აუცილებელი კომპონენტებია, თუმცა ამათ გარდა კომპიუტერზე შესაძლებელია მივაერთოთ მრავალი მოწყობილობა, როგორებიცაა: დინამიკი, ვებ კამერა, მეხსიერების ბარათების წამკითხავი და ა.შ.

სანამ დავიწყებთ, უშუალოდ, კომპიუტერის შემადგენელი კომპონენტების მახასიათებლების განმარტებას, მანამდე სჯობს კომპიუტერი დავყოთ რამდენიმე სეგმენტად, რაც გაგვიადვილებს არჩევანის გაკეთების პროცესს:

1.      კომპიუტერი საბაზისო პროგრამებისთვის
2.      საოჯახო მულტიმედიური კომპიუტერი
3.      კომპიუტერი გრაფიკისთვის
4.      კომპიუტერი თამაშებისთვის

თავდაპირველად, აუცილებლად უნდა დავფიქრდეთ რა დავალებების გაკეთება მოუწევს ჩვენს კომპიუტერს. გამომდინარე იქიდან თუ რა სეგმენტს მივაკუთვნებთ სასურველ კომპიუტერს, იმის  მიხედვით ავარჩევთ მის შემადგენელ ნაწილებს.

 აგაებულება


1. სისტემური ბლოკი
2. დედადაფა
3. პროცესორი
4. ოპერატიული მეხსიერება
5. ვიდეო დაფა
6. მყარი დისკი
7. ოპტიკური დისკწამყვანი
8. კვების ბლოკი
9. მონიტორი















1)დედაპლატა
დედაპლატას უწოდებენ დიდ ნაბეჭდ პლატას. მასზე დაყენებულიაპერსონალური კომპიუტერის ძირითადი კომპონენტები: ცენტრალურიმიკროპროცესორიოპერატიული მეხსიერება, მხარდამჭერიმიკროსქემები, ცენტრალური მაგისტრალი, კონტროლერი და რამდენიმე გამთიშველი.
2)მიკროპროცესორი
მიკროპროცესორი (ბერძ. mikros და ნიშნავს „პატარას“) — მინიატურული ელექტრონულ-გამომთვლელი მანქანა, რეალიზებული ერთი ზედიდი ინტეგრალური სქემით. ზესუფთა სილიციუმის ერთ კრისტალზე რთული, მრავალსაფეხურიანი და ზუსტი ტექნოლოგიით დატანილია რამდენიმე მილიონი ტრანზისტორი და სხვა სქემური ელემენტები. აგრეთვე დამაკავშირებელი გამტარები და გარე მოწყობილობების შემაერთებელი წერტილები. მათი ერთობლიობა ქმნის ლოგიკურ ბლოკს: არითმეტიკულ მოწყობილობას, მართვის მოწყობილობას, რეგისტრებს და სხვა. მსოფლიოში სხვადასხვა ფირმების მიერ გამოიშვება სხვადასხვა დანიშნულების ცენტრალური მიკროპროცესორების ტიპები.
3)კვების ბლოკი
კვების ბლოკი ცვლად დენს გარდაქმნის დაბალი ძაბვის (12,5ვ) მუდმივ დენად. კვების ბლოკის ელექტრული სქემა უზრუნველყოფს ბლოკის გამოსავალზე ძაბვის სტაბილურობას, ელექტრო ქსელში ძაბვის ცვლილების 180-220ვ ფარგლებში.




No comments:

Post a Comment